რაც უფრო გააღიზიანებთ ხალხს, მით უფრო მეტი ნაცსექტანტი იცემება! – ინგა ბერიკაშვილი

რაც უფრო გააღიზიანებთ ხალხს, მით უფრო მეტი ნაცსექტანტი იცემება! – ინგა ბერიკაშვილი

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მიმართ ძალადობის შესახებ წერს და აღნიშნავს რომ მათ მიერ საზოგადოების გაღიზიანება იწვევს მათზე განხორციელებულ ძალადობას.

“რაც უფრო გააღიზიანებთ ხალხს, მით უფრო მეტი ნაცსექტანტი იცემება! მარტივი ლოგიკაა! ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ მედიიდან ყოველდღე, რომ ძალადობენ ხალხზე და ამაზე ქარტია დუმს, შესაბამისად ხალხი ადეკვატურია იმ შეურაცხყოფაზე რასაც იტანს 9+6 წელია! ძნელია ამისი გაგება? ჩემთვის არა! წარმოუდგენელია იმათ უყურო გულგრილად, ან დანახვისას მშვიდად შეხვდე ვინც შვილი გიწამა ან მოგიკლა! ხალხი, რომ არ გადავიდეს სამართლის უკანონო აღსრულებაზე, სახელმწიფომ უნდა აღასრულოს ის! ეს პროცესი უკვე შეუქცევადია და ამ აგრესიას მარტო სამართლიანობა დაასრულებს!
სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რასაც მიცა ხმა მეორე ტურში ხალხმა!”- წერს ინგა ბერიკაშვილი.