ამსტერდამელ ლუზერს უთქვამს … – ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილზე

ამსტერდამელ ლუზერს უთქვამს … – ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილზე

ლაშა ნაცვლიშილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და სააკაშვილის განცხადების გასაბათილებელ არგუმენტად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითი მოჰყავს.

“ამსტერდამელ ლუზერს უთქვამს, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, მეორე ტურში კანდიდატს შედეგი გაეორმაგებინოს და, შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური საქართველოში გაყალბდაო. აბა, სხვანაირად ექვსასი ათასიდან მილიონ ორასამდე როგორ აიყვანდნენ სალომეს შედეგსო. ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სივრცეში ოპერირებას ჩვეულს დაავიწყდა, რომ არსებობს ელემენტარული ადამიანური მეხსიერება და მისი ერთგული დამხმარე – გუგლი, რომლებიც ერთობლივად იუწყებიან, რომ 2002 წელს საფრანგეთის (რა საკრალურია, არა?) საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჟაკ შირაკმა 20%-ზე ნაკლები აიღო, ხოლო მეორე ტურში – 80-ზე მეტი. აბსოლუტურ რიცხვებში შედეგი მან თითქმის გაახუთმაგა და 25 მილიონ ხმაზე მეტი მიიღო, როცა პირველ ტურში 5 მილიონს ძლივს გადააბიჯა. სხვათა შორის, იმ ფრანგული მარათონის მეორე ტურიც “არა ნაცებს” დევიზით ტარდებოდა.”-წერს ნაცვლიშვილი.