"ვინაა ბიძინას მონა? ძმა გაგიცოცხლა, მამათქვენი იღებდა მისგან 5000-ს" - ჩარკვიანს ძველი ამბები გაუხსენეს

სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსიკო ყიფიანი ფეისბუკის საშუალებით პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს მიმართავს:

"ქ-ნო თაკო, ვინაა ბიძინას მონა? თქვენ ძმას 5 ოპერაცია დაუფინანსა ისრაელში, ძმა გაგიცოცხლა, მამათქვენი იღებდა მისგან 5 000-ს, მისი დასაფლავების ხარჯები გაიღო, მიხვედით მამაჩემის ხელფასი დედაჩემს დაუტოვეთო... კიდევ რამდენი არ ვიცით... და ჩვენ ვართ ბიძინას მონები? აბა, დაფიქრდით! ქმარი კი მილიონერი გყავთ , უხერხული ხომ არაა?“ - წერს რუსიკო ყიფიანი.