ქუთაისის აეროპორტის ინციდენტში სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე 4 პირი დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დაკავებულ ორ პირს სასამართლომ 700-700-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და გაათავისუფლა.
უცნობია დაკავებული დავით მაჭავარიანის განაჩენი, რომელიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელია. მომდევნო სასამართლო პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა. ბრალდებულები განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.