„ვინც რევოლუციას აპირებს და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, ამას საჯაროდ არ აცხადებს,“ - ანჯაფარიძე ხვალინდელ აქციაზე

„ვინც რევოლუციას აპირებს და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, ამას საჯაროდ არ აცხადებს,“ - ანჯაფარიძე ხვალინდელ აქციაზე

„ვინც ვეროლუციას აპირებს და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, არასდროს საჯაროდ არ აცხადებს იმაზე, რომ მას ასეთი რამ აქვს განზრახული. გასაგებია, რომ ისინი საჯაროდ გაემიჯნებოდნენ სააკაშვილის ამ განცხადებას თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი თავის დელეგიტიმაცია და დისკრეტიდაცია არ მოეხდინათ,“ - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.  

ხვალ, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციას გამართავს. „გაერთიანებული ოპოზიცია“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. მათივე ცნობით, ეს იქნება მშვიდობიანი მსვლელობა.

ანჯაფარიძის განცხადებით, შესაძლოა ორი სცენარის დაშვება, რომლიდან ერთ-ერთიც ამ მსვლელობისთვის აქციებისთვის უწყვეტი ჯაჭვის სახის მიცემაა, რაც შესაძლო რევოლუციურ სცენარში გადაიზარდოს. მეორე ვარიანტით კი, შესაძლოა ხვალინდელი მსვლელობა შესაძლოა აერთჯერადი აქცია იყოს და ყველაფერი ამით დასრულდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ აქციაზე ხალხის რა მასა მივა.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი მივა მიტინგზე და რამდენად იქნებიან მზად იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიტინგზე დადგნენ. ასევე, დამოკიდებულია იმაზე, „ნაციონალებსა“ და მათთან გაერთიანებულ პარტიებს რა გეგმა აქვთ. 

„როგორც ვაშაძემ განაცხადა, ეს არის ერთგვარი კომუნიკაციაა და მათი მოთხოვნის დაფიქსირება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. თუკი მართლაც ასეა, რაიმე განსაკუთრებულ ექსცესებს არ უნდა ველოდოთ, თუ თავად მათ არ მოაწყეს რაიმე პროვოკაცია, რომ შემდეგ ხელისუფლებას დააბრალონ,“ - აღნიშნავს ანჯაფარიძე. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი პარტიის მთავარ მიზანს რევოლუციური სცენარი წარმოადგენს, ამ აქციებს გაგრძელება აუცილებლად ექნება.