ნინო ცხოიძე: „რუსთავი 2“ შემოგვივარდა და ასინეთას პრინციპით დაგვაბრალეს თავდასხმა!

ნინო ცხოიძე: „რუსთავი 2“ შემოგვივარდა და ასინეთას პრინციპით დაგვაბრალეს თავდასხმა!

„რუსთავი 2“ შემოგვივარდა და ასინეთას პრინციპით დაგვაბრალეს თავდასხმა. კამერა დაგვიმტვრიესო! „კარწინკა“ დადგეს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ცხოიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„აი, ასეთ „სიმართლეს“ უტენიან თავში უამრავ მაყურებელს და უკუღმა აწვდიან ათას გადაბრუნებულ ამბავს!

ჩემი ინტერვიუ არ მოეწონათ, როგორც მივხვდი, რადგან ვთქვი სიმართლე, რომ არჩევნების დამკვირვებლობას უსასყიდლოდ ვახორციელებდით.

სულ ფული, ფული, საიდან ფინანსდებით რომ კითხულობთ, თქვენ გგონიათ, ვინც რაიმე საქმეს აკეთებს ყველა ფინანსდება? მე 2003 წლის მერე უფულოდ ვმუშაობ უმეტესად და ფული, ფული თქვენს მხარეს აინტერესებს-მეთქი!

ამიტომ არ ვუყურებ ამ არხს 15 წელზე მეტია და გული მწყდება, რომ დიანა ჯოჯუასთან და ნათია გოქსაძესთანაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ვიდრე „რუსთავის“ მეთოდებს მოირგებდნენ!

გამწარებულია გვარამია, დღეს აქცია გვქონდა დაგეგმილი მის ოფისთან. სარჩელიც შეიტანა სახალხო მოძრაობამ „არა ნაციზმს“ და გაააქტიურა კაკებეშნიკური მეთოდები სახელის გასატეხად. ცილისწამების მუხლი გააუქმეს და იციან, არ დაისჯებიან! რით ვერ შეცვალა „ოცნებამ“? - წერს ნინო ცხოიძე.