ზაზა სარალიძემ მთავრობას სამართლის კრიმინალური სისტემა ვერ დაათმობინა

ზაზა სარალიძემ მთავრობას სამართლის კრიმინალური სისტემა ვერ დაათმობინა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ერთი წლის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ საშინელ ტრაგედიას სოციალური ქსელით ეხმაურება. მისი თქმით, დათუნა სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავრობას, სამართლის კრიმინალური სისტემა ვერ დაათმობინა. 

"რა სწრაფად გარბის სხვისი ტანჯვის და წამების დრო და როგორ იჭიმება საკუთარი ყოველი მტკივნეული წამი. ერთი წელი გასულა, რაც ამ ბავშვის მამამ სამართლის კრიმინალური სისტემა ვერ დაათმობინა მთავრობას“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, მოზარდებს შორის დაპირისპირება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, ორი მოზარდის დაღუპვით დასრულდა. თანატოლების ხელით დაჭრილი ლევან დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე მეორე დღეს - 12 ჭრილობით, საავადმყოფოში დაიღუპა. დავით სარალიძის მკვლელები ამ დრომდე დასჯილები არ არიან. როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მკვლელებს გავლენიანი მფარველები ჰყავს და ხელისუფლება მათ ხელს აფარებს.