"შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება რთულია, რადგან ეს იყო ორთაბრძოლა წესების გარეშე.
„საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება რთულია, რადგან ეს იყო ორთაბრძოლა წესების გარეშე, რომელშიც მხარეებმა გამოიყენეს ყველა იარაღი, რაც ხელთ აღმოაჩნდათ. წააგო საქართველომ. კიდევ ერთხელ დადასტურდა 2016 წლიდან გამოკვეთილი პრობლემა - „ოცნება“ ქვეყნის მართვას ვერ უმკლავდება. მათმა უთავბოლობამ და მათ მიერვე რეამინირებულ ოპონენტთან ხელახალმა შესკდომამ ქვეყანა რამდენიმე წლით უკან დახია“, - განაცხადა ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა და უსურვა იყოს უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე იყო კანდიდატი.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულწრფელად ვუსურვებ, შეძლოს უკეთესი პრეზიდენტი იყოს, ვიდრე იგი კანდიდატი. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება შინ და გარეთ მხოლოდ გამიხარდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.