"გვარამია შენ მოგმართავ, ენას აღვირი მოსდე! დაოკდით თორემ დაგაოკებთ!"

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ფეისბუქზე მოძრაობა "არა ნაციზმს" ოფისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის გენერალურ დირექტორს მიმართავს:

"ნანა კაკაბაძეს რომ ახსენებთ პირში წყალი გამოივლეთ, თქვე არშემდგარო ბანძო ხალხო! თქვენ რომ ჭურში იჯექით ნანა პატიმრებისთვის იბრძოდა! გვარამია შენ მოგმართავ, ენას აღვირი მოსდე ცოტა! ნანა კაკაბაძეს სახელს უკავშირდება, თქვენ მიერ პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი ადამიანების განთავისუფლება! დაოკდით თორემ დაგაოკებთ!" - წერს შაკო კუჭაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „არა ნაციზმს" ოფისში მისული „რუსთავი 2" -ის გადამღებ ჯგუფს ორგანიზაციის წევრებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

„რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის წევრებს პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო.