“გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, სალომე სამადაშვილი და სხვები გამოცხადდებიან მოღალატეებად?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, სალომე სამადაშვილი და სხვები გამოცხადდებიან მოღალატეებად?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულა”- ს გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“2016 წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილი ითხოვდა მანდატებზე უარის თქმას და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დაწყებას.

მისი პარტიის ლიდერშიფმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიტიკური თვითმკვლელობის ინიციატივას და მოღალატედ “გამოცხადდა”.

ამას მოყვა ენმ-ის დაშლა.

შემდეგი ორი წელი სააკაშვილისგან, მის მიერ კონტროლირებადი მედიისგან და სპიკერებისგან გვესმოდა, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, ბიძინასთან გავრიგდით, მისი ჯიბის ოპოზიცია ვართ.

(დღეს, თავმოყვარე ხალხი ენმ-იდან დიდ ბოდიშს უნდა უხდიდეს საჯაროდ გიგა ბოკერიას, დათო ბაქრაძეს, გიგი უგულავას, კაკო ბობოხიძეს და სხვებს, მაგრამ საკუთარ თავმოყვარეობაზე თავად იდარდონ – ბუნებრივია მათთვის არ მოქცეულა ასე ევროპული საქართველო, საქმის და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს ენმ-ის კანდიდატის მხარდაჭერის გადაწყვეტილება).

ჩაიარა 2018 წლის არჩევნებმა და სააკაშვილი კვლავ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ითხოვს.

მისი კანდიდატი და მისი პარტიის რამდენიმე ლიდერი საკაშვილის მოთხოვნას გაემიჯნა.

ვნახოთ, გამოცხადდებიან თუ არა გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, სალომე სამადაშვილი და სხვები მოღალატეებად სააკაშვილის და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ,”– წერს ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის არჩევნების გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.