"ზუსტად ვიცი სააკაშვილს რა მიზანიც ამოძრავებს" - "გირჩი" აქციას არ შეუერთდება

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა ოპოზიციის აქციას არ შეუერთდება.

"ჯერ ამაზე არ გვიმსჯელია, მაგრამ პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ოპოზიციის აქციას არ შევუერთდებით. გაურკვეველია რატომ გადაწყვიტეს ახლა აქციის გამართვა. საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დამთავრებულია. მიუხედავად ყველაფრისა, საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ არჩევნები მაინც შედგა.

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილისგან მოდის და გასაგებია ამ ადამიანს რა მიზნებიც ამოძრავებს. ამიტომ "გირჩი" ამ აქციას არ უნდა შეუერთდეს", – განაცხადა "რეაქციაში" ჯაფარიძემ.

"ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ხოლო კვირას თავისუფლების მოედანზე აქციის გამართვას აპირებს.