საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის ადგილმდებარეობა არ არის მთავარი. მან დაადასტურა, რომ სამუშაო ადგილი ექნება ორბელიანების სასახლეში და ათონელის რეზიდენციაში.
"აზრზე არ ვარ, რა მდგომარეობაშია, 6 წელი ცარიელი იყო, ამითი არ დავინტერესებულვარ დღემდე. ამ დღეებში ალბათ გავიგებ ცოტა უფრო ზუსტად, რა სიტუაცია არის და როდის შეიძლება იქ შესვლა და მუშაობა. მთავარი პრობლემა ეს არ არის, ადგილმდებარეობა არ არის მთავარი პრეზიდენტისთვის, რომელიც იქნება აქტიურად რეგიონებშიც და უცხოეთშიც. ეს ორი მიმართულება ძალიან აქტიური იქნება და დარწმუნებული ვარ, სადღაც დასაჯდომ ადგილს მოვნახავ" - განაცხადა ზურაბიშვილმა "იმედთან" ინტერვიუში.