საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა “BBC”-ს რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ქმედებებიდან გამომდინარე საქართველო ვერ გადავა თანამშრომლობაზე.
“ახლა რუსეთთან მეგობრობის დრო არ არის” – სწორედ ამ სათაურით ქვეყნდება ინტერვიუ.
„სანამ რუსეთი ასე იქცევა, სანამ საოკუპაციო ხაზიდან ადამიანებს იტაცებენ და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში მოიწევს, თბილისთან სულ უფრო და უფრო ახლოს, სანამ რუსეთი ასე იქცევა უკრაინასთან მიმართებაში, ვფიქრობ რუსეთთან თანამშრომლობაზე ვერ გადავალთ. საქართველოს აქვს პროევროპული პოზიცია და თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აშშ და ევროპა დიალოგს დაიწყებენ რუსეთთან, საქართველო განზე არ გადგება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.