საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი შედეგებიდან დასკვნებს გამოიტანს, ეს მისთვის იქნება უკეთესი.
„არ ვიცი, გამოიტანს თუ არა დასკვნას სააკაშვილი, მაგრამ ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სააკაშვილის დაბრუნება, რევანშიზმი და ძალადობა არავის უნდა. არ გვინდა ეს გადატრიალებები და გადმოტრიალებები, რაც თავიდან ვერაფრით ვერ ამოიგდო სააკაშვილმა. დაიძახოს, აბა, რამდენი ხალხი გამოვა გარეთ? როგორც ხედავთ, მას გაერთიანებული ოპოზიციაც კი არ ემორჩილება.
თუ არა, და იქნიოს ასე ჰაერზე მუშტები, ხან ზღვას რომ გადმოცურავს და ხან ივანიშვილის რეჟიმი რომ გუშინ დაასრულა… იცხოვროს მაშინ თავის წარმოსახვით სამყაროში“, – განაცხადა "პალიტრანიუსთან" ელისაშვილმა.