"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. "ეგზიტპოლის კროსტაბულაციით, ლეიბორისტების, გირჩის და უსუფაშვილის ამომრჩეველმა ზურაბიშვილს მისცა ხმა.
"ევროპულმა საქართველომ" - მთლიანად გრიგოლ ვაშაძეს. ზემოხსენებული სამი პარტიის მიერ პირველ ტურში მიღებული ხმები ჯამში დაახლოვებით იმდენივეა, რამდენითაც იგებს ჯერჯერობით ზურაბიშვილი. ყოჩაღ სამივე პარტიას, გილოცავთ ქოცობას. მოღალატე სალომე თქვენი პრეზიდენტია“, - წერს გვარამია.