„როდესაც ვიღაცა ძალიან უკულტუროდ გიყვირის, შენც გინდა, რომ უპასუხო“, - ირმა სოხაძე

„როდესაც ვიღაცა ძალიან უკულტუროდ გიყვირის, შენც გინდა, რომ უპასუხო“, - ირმა სოხაძე

„კიდევ კარგი, ყოველთვის ასე არ არის. პოლიტიკის გარდა, ადამიანებს სხვა ინტერესები და მისწრაფებებიც აქვთ. სამწუხაროდ, ახლა წინასაარჩევნო გარემო ძალიან რადიკალიზებული და პოლარიზებულია," - აცხადებს მომღერალი ირმა სოხაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი შეფასებით, ეს წინასაარჩევნო პერიოდი საზოგადოების ორად გახლეჩითა და განსაკუთრებული რადიკალიზმით იყო გამორჩეული, რაც მისთვის მიუღებელია.

„ერთი მხარე მეორე მხარისთვის სრულიად მიუღებელია. აქ უკვე არანაირ პატივისცემაზე საუბარი არ არის. ეს კი ადამიანებში ასეთ რადიკალიზაციას იწვევს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

„ადამიანები არიან პოლარიზებული, რაც საერთოდ არ მომწონს. ეს ჩვენი ცხოვრებაა და პოლიტიკური გარემოც ისეა გავარვარებული და გახურებული, რომ ყველანი ამაში ვართ ჩართული. სხვა გზა არ არის და რაღაცნაირად ვრეაგირებთ.

„როდესაც ვიღაცა ძალიან უკულტუროდ გიყვირის, შენც გინდა, რომ უპასუხო. მწვავე კამათი მიდის, რაც ცუდი და უსიამოვნოა. არ არის იმის დროს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ," - განაცხადა ირმა სოხაძემ.