ბონდო მძინარაშვილი: ალბათ, მშიერია და ამიტომ დაუფიქრებლად შემომიტია წუხანდელი ეთერის შემდეგ

ბონდო მძინარაშვილი: ალბათ, მშიერია და ამიტომ დაუფიქრებლად შემომიტია წუხანდელი ეთერის შემდეგ

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყებს:

„ელისო კილაძემ ჩემი ფოტო გამოაქვეყნა და ნაცსექტანტებს ასეირებს.

ვერც ვაზიარებ და ვერც ვაკომენტარებ, - ჩემი ღია და გახსნილია ეგ.

ფოტო გადაღებულია 2010 წელს, ვლადიკავკაზში, დიდ სამამულო ომში გამარჯვების მემორიალის ტერიტორიაზე. იმ ღონისძიების შესახებ წერილი გაზეთშიც გამოვაქვეყნე მაშინ.

ამ თემაზე facebook-ზე სტატუსიც გამოვაქვეყნე და ბაფთიანი ფოტოც არ დამიმალავს.

ახლა კომპიუტერთან არ ვარ. მივალ და მოვძებნი, გავაზიარებ და ყველა დარწმუნდება, რომ დასამალი არაფერი მაქვს.

ვიცი, რომ მისაყვედურებთ, მაგას თავს როგორ უყადრებო, მაგრამ ალბათ, მშიერია და ამიტომ დაუფიქრებლად შემომიტია წუხანდელი ეთერის შემდეგ.

მე კი ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანი ვარ. ამიერიდან გავითვალისწინებ და სტუდიაში საკვებსაც მივართმევ“, - წერს მძინარაშვილი.