„არჩევნების შედეგი ორივე პოლიტიკური ძალისთვის არის გადამწყვეტი, მაგრამ პოლიტიკურ სივრცეში კეთილი კვალის დატოვებას შეძლებს ის დამარცხებული სუბიექტი, რომელიც ღირსეულად შეხვდება საკუთარ წარუმატებლობას", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
„საქართველო არც 28 ნოემბერს იბადება და არც 29 ნოემბერს შეწყვეტს არსებობას. რაც უფრო სიმშვიდე იქნება ქვეყანაში, რაც უფრო აკადემიური იქნება რეალობის შეფასება, უფრო მიმზიდველი იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რადგან, რაც ამ საარჩევნო პროცესში იხილეს, ეს ნამდვილად მიუღებელია ჩვენი ევროპელი მეგბრებისთვის. გახარებით კი გაახარებს მხოლოდ ჩვენს არაკეთილმოსურნე მეზეობელს.
„ამიტომ, არჩევნების შედეგი ორივე პოლიტიკური ძალისთვის არის გადამწყვეტი, მაგრამ პოლიტიკურ სივრცეში კეთილი კვალის დატოვებას შეძლებს ის დამარცხებული სუბიექტი, რომელიც ღირსეულად შეხვდება საკუთარ წარუმატებლობას. 29 ნოემბრიდან კი ყველამ ერთად უნდა შევძლოთ პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღება", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.