"ხვალ ვიგებ“ - სალომე ზურაბიშვილი

"ხვალ ვიგებ", - ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს მისიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. განხილულ საკითხებზე ჟურნალისტებთან არც შეხვედრიდან გამოსულ ზურაბიშვილს უსაუბრია.

"არ ვაკეთებ კომენტარებს... გავიღიმებ და ხვალ ვიგებ,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ხვალ, 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და ასეულობით უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება.