ვახო ხუზმიაშვილმა ზაზა ოქუაშვილს ნაჩუქარი მანქანა უკან დაუბრუნა

ვახო ხუზმიაშვილმა ზაზა ოქუაშვილს ნაჩუქარი მანქანა უკან დაუბრუნა

ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი ზაზა ოქუაშვილს დაბადების დღეზე ნაჩუქარ მანქანას უკან უბრუნებს და ამის შესახებ ფეისბუქზე წერს:

„წლების წინ, დაბადების დღეზე მიღებული საჩუქარი, რომელიც "იბერიას" მფლობელებისთვის, ჟურნალისტების ობიექტური პრეტენზიების პასუხად, თავდაცვის ერთადერთი "იარაღი" აღმოჩნდა. ვაბრუნებ! არ მჭირდება! პირდაპირ ეთერში სალაპარაკოც რაღა იქნება! უმანქანოდაც ვივლი! რამდენიმე წუთის წინ "იბერიასთან" დავტოვე" - წერს ვახო ხუზმიაშვილი.