მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება. არსებულ ინფორმაციას თავად მომღერალი ადასტურებს.
"შემოთავაზება ძალიან ბევრჯერ მქონდა აქამდეც ბათუმის მერისგან, მაგრამ მხოლოდ ახლა დამარწმუნეს, რომ მე ამას შევძლებდი. ჩემი მთავარი პირობა იყო, რომ სიმღერას თავს არ დავანებებდი" - ამბობს ბალვაში "AMBEBI.GE"- სთან.
სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ტალღის წამყვანი იყო, ის ტელეეთერიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ბათუმსა და თბილისში გამართულ მხარდასაჭერ კონცერტებზე იმღერა და კლიპშიც მიიღო მონაწილეობა.
ამ ფაქტის გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინარული წარმოება დაიწყო და ხალვაშს, მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო, საყვედური გამოეცხადა.