კუჭაშვილი ელისო კილაძეს – ამხელა რა ჩემოდანი მოგცა მიხომ მონად რომ დაუდექი?!

კუჭაშვილი ელისო კილაძეს – ამხელა რა ჩემოდანი მოგცა მიხომ მონად რომ დაუდექი?!

“ელოსო კილაძეს ისე ძალიან უნდა რომ შემირიგდეს, დამაბრალა ხელზე მკოცნიდაო… აი, მაგ ხელზე ვერ გაკოცებდი, რითაც ჩემზე ათას საძაგლობას წერდი, ელისო, რითაც დაწერე რომ თურმე პატიმარი მამით მაშანტაჟებდნენ, შე ურცხვო უგრძნობო არაადამიანო!”, – ამის შესახებ პოსტს სამოქალაქო აქტივისტი შალვა კუჭაშვილი სოციალური ქსელის გვერდზე აქვეყნებს.

“თორემ ხელზე ამბორი ქალისთვის პატივია… კარავში შემოვიდა და მელაპარაკაო – დიახ, დიახ! აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის ფოტო რომ დადე და რომ გემუდარებოდი წაშალე-თქო, ელემენტარული ადამიანობა რომ არ გაგაჩნია და არ წაშალე აი, ეგ იყო შენი ადამიანობაც ქალობაც და დედობაც! მართალი იყო ჩემი ძმაკაცი ირაკლი რომ მეუნებოდა არ შეხვიდე კარავში, სხვანაირად შემოგიტრიალებსო, მაგრამ ალბათ სწორი ვიყავი რომ შემოვედი, შენი რეალურო სახე ვნახე, მანამდე ხომ არსად მყავდი ნანახი, ადამიანური საუბარი რომ არ შეგიძლია და ელემენტარული მორალი არ გაქვს მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი (ეს ყველაფერი მოხდა 1 თვის წინ, ან ცოტა მეტი)

თამუნა იარაჯული – ეს იმ ბავშვის დედაა, ელისო კილაძემ რომ დაწერა… ეს ქალი არის გმირი!

28-ის 8 საათზე დაგირეკავ და გეტყვი რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ მილიონები ტყუილად გაისროლა. ვერაფერი ისეთი ვერ გამოქექე რომ არჩევნები წააგებინო “ქართულ ოცნებას”. ან შენ გგონია ის არ ვიცი როგორ ალაგებ “რუსთავი 2”-ში სააკაშვილის და გვარამიას მითითებით… წილების გადანაწილებითაც ხომ აქტიურად იყავი დაკავებული. ამხელა რა ჩემოდანი მოგცა მიხომ მონად რომ დაუდექი?

ვარსკვლავი ხომ გაგიხსენი და გაგაპაზორე ქვეყნის მასშტაბით, ახლა რა გინდა? ჩემს კრეატივთან უნდა დააჯახო შენი ჩიტები?

ბრძოლა თავშივე წაგებული გაქვს.

მიჰას ებრალებოდე”, – წერს შალვა კუჭაშვილი.