პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შსს-ს და თითოეულ პოლიციელს მიმართავს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში სახელმწიფო კანონის მოთხოვნების სრული დაცვით იმოქმედებს. პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციელებს დაავალა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა რეაგირების გარეშე არ დატოვონ.
„მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას შეუშლის ხელს, საფრთხეს შუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. ვავალებ შს სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში თავისი მოვალეობის შესრულებისას უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს, ამჯერადაც, საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყონ მაქსიმალური წესრიგი, რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.