პრემიერი ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მედიას მიმართავს

პრემიერი ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მედიას მიმართავს

"მივმართავ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ყველა მედიასაშუალებას, რომ ხელისუფლება მათთვის უზრუნველყოფს არჩევნების მიმდინარეობის და მონიტორინგის და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ პირველ ტურში მე პირადად ვთხოვე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა ასეთი ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ქართული სახელმწიფოს კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს“, – განაცხადა ბახტაძემ.