ინაშვილი: “ნაცმოძრაობა” ძალიან აღელვებულია და ფარები ჩააქრეს უკვე

ინაშვილი: “ნაცმოძრაობა” ძალიან აღელვებულია და ფარები ჩააქრეს უკვე

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი გუშინ, “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მან აქციაში მონაწილე პირთა სტატისტიკურ მონაცემზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ 100 ათსზე მეტი ადამიანი იყო. აქედან რეგიონებიდან 14 ათასი ადამიანი იყო, თბილისიდან კი - 85 ათასზე მეტი.

“ჩვენ სპეციალურად დავნომრეთ მოსაწვევი ბარათები, და სცენაზე მოვიწვიეთ 97 984-ე მოქალაქე, რომელიც ჩვენს საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. თუმცა ბევრ ადამიანს მოსაწვევი ბარათი არ შეხვდა და ის მოსაწვევი ბარათის გარეშე მონაწილეობდა ჩვენს აქციაში. “რუსთავი 2“- ის მხრიდან გავრცელდა დეზიონფორმაცია, თითქოს 25 ნოემბრის აქციაში ხან ამბობე 5000 ადამიანი მონაწილეობდა, ხან 25 ათასი ადამიანი. “რუსთავი 2” ასევე გვატყობინებს, რ ომ თურმე გუშინდელ აქციაზე უბრალო ტურისტები იყვნენ მოსული; ანუ 100 ათასი ტურისტი შევიკრიბეთ თავუსუფლების მოედანზე?

ძალიან აღელვებულია ნაციონალური მოძრაობა და ფარები ჩააქრეს უკვე ამ აქციის მერე, რასაც მე მივესალმები. კიდევ ჩააქრეთ, ბოლომდე ჩააქრეთ ეს ფარები, 28-ში მაინც საბოლოოდ დაბნელდება თქვენთვის. - აღნიშნა ინაშვილმა.