ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რაც შეეხება 52/48-ს...
მარტივი ლოგიკაა: ბაქრაძის ყოველი 100 ამომრჩევლიდან 60 არჩევნებზე არ წავა, უსუფაშვილის, სალუაშვილის და სხვა წვრილ-წვრილების მიერ მიღებული ხმების (რაც ჯამში 12-13% იყო) დიდი უმრავლესობა ზურაბიშვილის ყულაბაში გადაინაცვლებს.
რაც მთავარია, მეორე ტურზე მიდის მათი უდიდესი ნაწილი, ვინც პირველ ტურზე არ ყოფილა.
და ის ერთი პროცენტიც არ დაგვავიწყდეს, რომლითაც 48-მ მოუგო 5-ს.
28 ნოემბერს, 12 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა თითქმის გამოაჩენს სრულ სურათს.
უნდა გვახსოვდეს, რომ შემოხაზული 48 ნიშნავს გადახაზულ 5-ს, ხოლო გადახაზული 5 ნიშნავს: არა რუსებს, არა უკანონობას, არა წამებას, არა კორუფციას, არა რეკეტს...
არა „ნაცებს“!!!
ჩვენს მიერ შემოხაზული 48, ეს არის გზავნილი „ქართულ ოცნებას" - გადახაზე ხუთიანი, გადახაზე მიშა!!!
ასე რომ, არავითარი 52/48.
შეფარდება იქნება 60/40, 65/35, 70/30“, - წერს იაკობაშვილი.