მანანა ბარბაქაძე გიორგი ვაშაძეს: გახსოვს, ადეიშვილმა ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება რომ დაგავალათ, რამდენი გააცოცხლეთ?!

მანანა ბარბაქაძე გიორგი ვაშაძეს: გახსოვს, ადეიშვილმა ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება რომ დაგავალათ, რამდენი გააცოცხლეთ?!

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძეს მიმართავს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„გიორგი, ხომ გახსოვს 2003/2004 წლები, განსაკუთრებით 4 იანვარი, მიშას პრეზიდენტად რომ ირჩევდით, შენ დიდუბე-ჩუღურეთის საპასპორტოს უფროსი იყავი, მე ვაკე-საბურთალოსი.

ადეიშვილმა რომ სანდო ხალხს დაგავალათ არქივიდან გარდაცვლილების მონაცემების ამოღება და ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება, რამდენი გააცოცხლეთ არაა!?!?

ვერ იხსენებ?  შენ სულ ეგრე იცი. შენ იყავი ამ საქმის მოტორი. რამხელა გაიზარდე ტყუილებთან ერთად, რისი მასტერიც იყავი, იმას აგრძელებ... შენი ტელევიზიით ყოჩაღად გამოგდის“, - წერს მანანა ბარბაქაძე.