”ზურა ადეიშვილი თუ ვინმეს ავიწროებდა, ბიზნესს თუ რამეს სთხოვდა, თავისთვის არ სთხოვდა, არამედ სიღნაღის, ბათუმის ასაშენებლად”, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” “დღის ამბებში” გააკეთა.
“ზურა ადეიშვილი თუ ვინმეს ავიწროებდა და ბიზნესმენებს რამეს სთხოვდა, თავისი თავისთვის არ სთხოვდა. სთხოვდა სიღნაღის, ბათუმის ასაშენებლად, თუმცა, არ ვამართლებ. ეს არ არის პროკურორის საქმე. ასეთი რამ აღარ უნდა ხდებოდეს. პროკურორები არასამთავრობოების მიერ უნდა დაინიშნონ… ვეღარავინ, ვერავის, ვერაფერს გამოსძალავს”, – განაცხადა სააკაშვილმა.