ქერჩის სრუტესთან პირველი შეტაკება მოხდა, წუთი-წუთზე შესაძლოა უკრაინა-რუსეთის საზღვაო კონფლიქტი დაიწყოს

ქერჩის სრუტესთან პირველი შეტაკება მოხდა, წუთი-წუთზე შესაძლოა უკრაინა-რუსეთის საზღვაო კონფლიქტი დაიწყოს

სამი უკრაინული სამხედრო ხომალდი ქერჩის სრუტეს უახლოვდება. მათ სიახლოვეს რუსული სამხედრო ხომალდები მანევრირებენ. უკრაინული მედიის ცნობით, მათ შორის უკვე მოხდა პირველი შეტაკება. რა მოხდება თუკი უკრაინული ხომალდები ქერჩის სრუტეში შესვლას შეეცდებიან, ძნელად პროგნოზირებადია.

რუსული მხარე ოფიციალურ კიევს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მათი ცნობით, უკრაინის ხელისუფლებას თავისი სამხედრო გემების გადაადგილების შესახებ მათთვის წინასწარ არ უცნობებია. ამას გარდა, რუსების ცნობით, უკრაინული გემები უნებართვოდ შევიდნენ რუსეთის ტეროტორიულ წყლებში, ისინი „სახიფათო მანევრებს ასრულებენ" და „რუსეთის ხელისუფლების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებიან".

უკრაინული მხარის ოფიციალური ცნობით კი, ორი უკრაინული საარტილერიო ჯავშნოსანი კატერი „ბერდიანსკი" და „ნიკოპოლი" და ერთი რეიდული ბუქსირის „იანა კაპუ" ოდესის საზღვაო პორტიდან აზოვის ზღვაში მარიუპოლის პორტის მიმართულებით გადაადგილდება, რის შესახებაც ოფიციალური ინფორმაცია რუსული მხარისთვის წინასწარ იყო გაგზავნილი.

გარდა ამისა, ოფიციალური კიევი პირველი საზღვაო შეტაკების შესახებაც იუწყება. მათი ცნობით, რუსულმა სასაზღვრო ხომალდმა „დონმა" უკრაინული „იანა კაპუს" ტარანი განახორციელა, რის შედეგადაც მას დაუზიანდა მთავარი ძრავა და დაკარგა სამაშველო ტივი.

რუსული „ტასს"-ის ცნობით, უკრაინული გემები ქერჩის სრუტის შესასვლელთან ადგილობრივი დროით 12:30-ზე (თბილისის დროით 14:30) იქნებიან.