დაადუმეთ მიშა – ბინძური ტაქტიკა ეფექტური არ არის – თამარ ჩერგოლეიშვილი

დაადუმეთ მიშა – ბინძური ტაქტიკა ეფექტური არ არის – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დირექტორი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი Edison research-ის ბოლო კვლევას ეხმაურება.

„ამ კვლევიდან ის ჩანს, რომ სხვაობა კანდიდატებს შორის მნიშვნელოვნად შემცირებულია სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ (გამოკითხვის პერიოდი არ მოიცავს ვალების ჩამოწერის ბუნდოვან ინიციატივას). 1) დაადუმეთ მიშა, ეს სამი დღე მაინც (შეუძლებელი რომაა ვიცი, მაგრამ მაინც); 2) გაითვალისწინეთ, რომ ქოცობაში ქოცების ჯობნა ძნელია – ბინძური ტაქტიკა ეფექტური არ არის (ისიც ვიცი, რომ სხვა არაფერი იცით, მაინც ვიძახი)“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლის 48 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 52 პროცენტი უჭერს მხარს.