“ახალი ხელისუფლების მიმართ ბევრი პრეტენზია დამიგროვდა, მათგან გაცილებით მეტს ველოდი, მაგრამ იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ შეიძლება სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს”, – ამის შესახებ კომენტარს მომღერალი ლევან მგალობლიშვილი(პანჩო) ასავალ-დასავალთან ინტერვიუში აკეთებს.
“მიხეილ სააკაშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ის ჩემს შემოქმედებას პატივს სცემდა და თავად მითხრა – სტუდენტობის პერიოდში მუდმივად შენს ალბომს ვუსმენდითო. ჩემი ყველა სიმღერაც ზეპირად იცოდა. ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა, რომ არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას არ ვაპირებდი. ვერ აიტანა გვერდით რომ არ დავუდექი, რადგან ჩემს მსოფლმხედველობას, ჩემს შემეცნებას, კაცურ პრინციპებს არანაირად არ ეთანადებოდა მისგან თავსმოხვეული ცხოვრების წესები”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.