“არის საშიშროება, ისეთი რამ მოხდეს, რაც მერე სანანებელი გაგვიხდება” - თორაძე

“არის საშიშროება, ისეთი რამ მოხდეს, რაც მერე სანანებელი გაგვიხდება” - თორაძე

"როგორ დასრულდება ეს არჩევნები არ ვიცი, თუმცა არის საშიშროება, რომ ისეთი რამე არ მოხდეს, მერე სანანებელი არ გვქონდეს" - აცხადებს კინორეჟისორი გოგი თორაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

"ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც დღეს არის და რასაც მე ვხედავ, როგორც მოქალაქე და კინორეჟისორი, არის ის, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო უარესდება ადამიანებს შორის დამოკიდებულება და ჩნდება ძალიან დიდი ნაპრალი.

"ამ არჩევნებზე ეს უფრო მეტად გამოჩნდა. თითქმის ყველა არჩევნებზე დავდივარ, მაგრამ ასეთი დაძაბული სიტუაცია ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. აუტანელი გახდა ამდენი ზიზღი და დაპირისპირება, ხალხი დაბნეულია, არ იცის რა გააკეთოს, ძალიან მოწყნილია ჩვენი ქალაქი, არავინ აღარ იღიმება.

"ვერ გეტყვით, როგორ დასრულდება, ეს არჩევნები, თუმცა, არის საშიშროება, რომ ისეთი რაიმე არ მოხდეს, მერე სანანებელი არ გვქონდეს.

"რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, სანამ საქართველოში მრავალპარტიული არჩევნები არ გაიმართება, ეს სიტუაცია გაგრძელდება და უარესი იქნება"- აცხადებს კინორეჟისორი გოგი თორაძე.