"ვერ გამოიყენეს ანაკლია და მით უმეტეს ლაზიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო იქ ...ეს არის გაშვებული შანსი"

ვერ გამოიყენეს ანაკლია და მით უმეტეს ლაზიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო იქ - ამბობს სანდრა რულოვსი. ყოფილი პირველი ლედი ანაკლიიდან, ადგილობრივ მოსახლეობას გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

"ასეთი ლამაზი ადგილია, აქ უნდა იყოს განვითარება, უნდა იყოს მშენებლობა, უნდა იყოს ვაჭრობა, უნდა იყოს ინოვატური იდეების მატარებელი ცენტრები, ფესტივალები და ა.შ., მაგრამ არაფერი არ ხდება, ვერ გამოიყენეს ანაკლია და მით უმეტეს ლაზიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო იქ, "სქაი-ლაინზე" განთავსებული ესეც ვერ შედგა, ეს არის გაშვებული შანსი" ამბობს სანდრა რულოვსი.