მიკროსაფინანსოები 15 დეკემბრამდე ვალების ამოღებას ასწრებენ?

მიკროსაფინანსოები 15 დეკემბრამდე ვალების ამოღებას ასწრებენ?

15 დე­კემ­ბრი­დან ე.წ. "შავ სი­ა­ში" მოხ­ვედ­რილ 600 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა. პრე­მი­ერ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის თქმით, ჯამ­ში სა­უ­ბა­რია მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რი ლა­რის გა­ნუ­ლე­ბა­ზე.AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე ნენე შარ­ვა­ძე უამბობს, მას შემ­დეგ, რაც მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­აჟ­ღე­რა, პრობ­ლე­მუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ბი­უ­რო­დან და­უ­კავ­შირ­დნენ და 5 წლის წინ აღე­ბუ­ლი სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 200 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს.

"და­მი­რე­კეს, ჩემი სა­ხე­ლით და გვა­რით მომ­მარ­თეს და მი­თხრეს რომ "პრი­ვატ ბან­კი­დან" მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ (ცნო­ბის­თვის, "პრი­ვატ ბან­კი" 2016 წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა" იყი­და). რო­გორც მი­თხრეს, მოვ­ხვდი აქ­ცი­ა­ში და 400 ლა­რის გა­ნუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ თვის ბო­ლომ­დე 200 ლა­რის გა­დახ­და მომ­თხო­ვეს. მი­თხრეს რომ ცნო­ბა­საც მომ­ცე­მენ, რომ "შავ სი­ა­ში" აღარ ვარ.რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნენე შარ­ვა­ძე ერ­თა­დერ­თი არ არის, ვი­საც სხვა­დას­ხვა მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან უკავ­შირ­დე­ბი­ან მსგავ­სი წი­ნა­და­დე­ბით. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ აღ­ნიშ­ნა, მა­თაც და­უ­კავ­შირ­დნენ ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, მათ შო­რის Kimbi-სგან და მთავ­რო­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ გა­ნუ­ლე­ბის აქ­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რის სა­ნაც­ვლოდ, თან­ხის ნა­წი­ლის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, სხვა­დას­ხვა შე­ღა­ვე­თე­ბის გა­კე­თე­ბას დაჰ­პირ­დნენ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.