”უთხარით მკაცრი არა ”ნაცმოძრაობას” და მის რუს კანდიდატს, რუსეთის აღზრდილ მატყუარას, კაგებეშნიკ ვაშაძეს”, – ამ განცხადებას მსახიობი და რეჟისორი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
‘‘ორი დღე დარჩა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე. მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ნათესავებს, არ დარჩეთ სახლებში, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, აუცილებლად გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და უთხარით მკაცრი არა ”ნაციონალურ მოძრაობას” და მის რუს კანდიდატს, რუსეთის აღზრდილ მატყუარას, კაგებეშნიკ ვაშაძეს. კარგად მოგეხსენებათ რომ მისი გაპრეზიდენტება დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. რუსული მენტალიტეტის და ნოსტალგიების მქონე ვაშაძე, რომელიც დღემდე მისტირის და საკუთარი ცხოვრების ნაწილად მიიჩნებს ოკუპანტებს არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, სხვა რომ არაფერი ვთქვა, მიზეზად “შინდისის გმირებიც” კმარა! დიახ მეგობრებო, “შინდისის გმირბის” ქვეყანა არ უნდა უჭერდეს მხარს КГБ-ს აგენტს, გმირები რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” არასწორმა და უპასუხისმგებლო საქციელმა მიიყვანა მტრის პირისპირ, სოფელ შინდისში წინასწარ ჩასაფრებული რუსული ასეულის საჯიჯგნად, სადაც უდიდესი გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა გმირებმა და მტრებს კუდით ქვა ასროლინეს, ტყვია-წამალის გათავების შემდეგ მუხანათურად გაუსწორდენენ ოკუპანტები რომლებიც ერთი ათზე მოდიონენ, გარდა ამისა შეიარაღებული იყვნენ მძიმე საბრძოლო ტექნიკით, მაშინ როდესაც ”ნაცონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს ასწრებდნენ საზღვარზე და გარბოდნენ ოჯახებით, ნაწილმა კი კონცერტი გამართა რესპუბლიკის მოედანზე და ზეიმობდნებ, მაგრამ რას ზეიმობდნენ?! რას აღნიშნავდნენ, რას! ტერიტორიების დაკარგვას?! მაშინ როცა ჩვენი გმირები ღია ცის ქვეშ უპატრონოდ მიტოვებულები იხრწნებოდნენ, მხოლდ პატრიარქმა და სამღვდელოებამ შეძლო ხუთი დღის მერე მათი გადმოსვენება.
მეგობრებო, თქვენ ალბათ ისიც არ იცით რომ მაგათ სასტიკად არ სურდათ შინდისის გმირების პოპულარიზაცია. დიახ, სააკაშვილს მის რეჟიმს, რადგან ვინ თუ არა მან ყვეკლზე კარგად იცოდა რომ შინდისის ტრაგედია მათი დიდი შეცდომის შედეგი იყო, მათმა დაუდევრობამ და უპასუხისმგებლობამ შეიწირა ჩვენი ჯარისკაცების მამაცი გულები! დიახ, თქვენ, ”ნაციონალურო მოძრაობავ”, არავთარი უფლება არ გაქვთ “შინდისის გმირების” ხსენების, თქვენ ყველაფერს კადრულობდით იმისთვის რომ მიგევიწყებიათ შინდისის გმირები, მიგემალათ მათი სახელები, მაგრამ დღეს როცა გმირებმა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს, ყელში გაჩხერილი მაინც აღმოგხდებათ საკუთარ ეთერებში შინდისის გმირები და ისიც მხოლოდ საკუთარი პიარის გამო! როცა ახსენებთ შინდსის გმირებს, ჯერ მე შემომხედეთ თვალებში და მე გეტყვით სიმართლეს, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა მათი სახელების უკვდავსაყოფად… ჩემო მეგობრებო და კოლეგებო, ნათესავებო, აუცილებლად მიდით არჩევნებზე და უთხარით მაცრი არა კაგებეშნიკ ვაშაძეს, მოძალადე და უპასუხისმგებლო ”ნაციონალურ მოძრაობას” და მიეცით ხმა სტაბულურობას, მშვიდობას, ევროპულ არჩევანს, მიეცით ხმა სალომე ზურაბიშვილს და არა რუსს, არა ოკუპანტების აღზრდილ ვაშაძეს, მერწმუნეთ, ეს კაცი ძალიან სახიფათოა…”, – აცხადებს ედმონდ მინაშვილი.