კიევის მიერ განხორციელებული პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე იყო მიმართული

კიევის მიერ განხორციელებული პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე იყო მიმართული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, კიევის მიერ განხორციელებული პროვოკაცია მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე. მისი თქმით, პეტრო პოროშენკო ამ ნარატივის ირგვლივ განახორციელებს თავის წინასაარჩევნო კამპანიას.

„ამ პროვოკაციის მიზნები გასაგებია. ეს არის უკრაინის შერყევა საომარი მდგომარეობის შემოღებით, დასავლეთში ანტირუსული განწყობების მობილიზება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრება“, – განუცხადა კარასინმა სააგენტო „რია ნოვოსტის“.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.