აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა მოიწვია

აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა მოიწვია

რუსეთის მიერ აზოვის ზღვაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით 27 ნოემბერს, 11:00 საათზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე რუსული სამხედრო ხომალდების იერიშის შედეგად 6 სამხედრო დაიჭრა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინულ ხომალდებზე, რომელიც რუსულმა მხარემ დააკავა, 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

უკრაინა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას გეგმავს.