26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სულ 6 პირი დააკავეს. გამოძიებამ 2 – ს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის 4 – ს კი ტერორიზმის ხელშეწყობისთვის წარუდგინა. დახურული და ხმაურიანი სასამართლო განხილვების შემდეგ მათ სალოსის ქუჩაზე დაკავებულ ბორზიევთან ერთად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს ძებნილი რუსლან შავაძეც.
სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა ესროლა. მაჩალიკაშვილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავდა ამ ვერსიას, თუმცა გამოძიებამ დანაშაულებრივ ჯგუფთან მაჩალიკაშვილის კავშირის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ხელყუმბარასაც რომელზეც მაჩალიკაშვილის დნმ აღმოაჩინა.
საქმეში სატელეფონო ანძების დეტალური ამონაწერებიც დევს რომლის მიხედვითაც საქართველოში გადმოსვლის შემდეგ ჩატაევმა და მისმა თანამზრახველებმა პირველი ზარი სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე განახორციელეს. რის შედმეგაც 19 წლის ახალგაზრდამ მამას დაურეკა.
მაჩალიკაშვილის ტელეფონს ექსპერტიზა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაუტარეს და აღადგინეს ყველა ფოტო და მიმოწერა ეს კი სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე თემირლან მაჩალიაკშვილის მიმოწერაა ახალგაზრდა გოგონასთან რომელსაც ჩეჩნურ ენაზე ლათინური შრიფტით საკუთარ ზრახვებს უმხელდა.
ვიდეოჩანაწერების მიხედვით სპეცოპერაციისას გარდაცვლილმა თემირლან მაჩალიკაშვილმა მობილური ტელეფონები ჩატაევის საქართველოში შემოყვანამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა. მაჩალიკაშვილის მობილურსა და სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოები რომლითაც დგინდება რომ ის ჩატაევის დაკავებულ და ლიკვიდირებულ თანამზრახველებს იცნობდა. ფოტოებით დგინდება ისიც რომ მაჩალიკაშვილი ღიად უჭერდა მხარს ისლამურ სახელმწიფოს და მათ იდეალებს იზიარებდა.