უკრაინა საომარ მდგომარეობას აცხადებს - რუსეთმა 23 უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანა

უკრაინა საომარ მდგომარეობას აცხადებს - რუსეთმა 23 უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანა

უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ მხარს უჭერს. გუსინდელი შეტაკების შემდეგ 6 უკრაინელი სამხედრო დაჭრილია, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო აცხადებს, ტყვედ აყვანილი მეომრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

გატაცებულია ხომალდები: "ბერდიანსკი", "ნიკოპოლი"  და  "იანი კაპუ". მათთან, ამ ეტაპზე ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილი და ბლოკირებულია.

რუსეთმა მის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს მცურავი უკრაინული ხომალდები საზღვრის დაღვევაში დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

რუსეთის სამხედრო შტაბი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით უკრაინული ეკიპაჟების შეჩერება და მათი შემოწმება სურდათ.