ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაფანყურის სპეცოოერაციის დამახინჯებას პირველივე წუთებიდან შეეცადა.
მაშინ ხელისუფლებამ თქვამ რომ სპეცოპერაცია უცხო ქვეყნის მოაქალაქეების წინააღმდეგ ჩატარდა. თუმცა, როცა გაირკვა, რომ გარდაცვლილთა შორის პანკისელებიც იყვნენ, ხელისუფლებამ ჭირისუფალს გლოვა აუკრძალა, დაიწყო ოჯახებთან ვაჭრობა იმისთვის, რომ ცხედრები შუა ღამით და ფარულად დაემარხათ. იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ჩატაევის ჯგუფი თბილისში იწვრთნებოდა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მათი განადგურების მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა უწყებას შორის, კერძოდ კი, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დისკომუნიკაციის შედეგი იყო.
ამას ადასტურებს ისიც, რომ ჯგუფის გადარჩენილი წევრები, დაახლოებით ათი ადამიანი მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ კირნათი-მარადიდის გავლით ჩუმად გაიყვანა ქვეყნიდან. საჯაროდ კი თქვეს, რომ მათ გაქცევა შეძლეს.