“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი თემირლან მაჩალიაკშვილის დედას მიმართავს:
“თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ვეხმიანები: ქალბატონო მედიკო, პანკისშიც ვიყავი, მოგისამძიმრეთ კიდეც, თქვენი ტკივილიც გავიზიარე, მუდმივად საჯაროდ მიმართავდი და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ითქვას სიმართლე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თქვენგან, რაც წავიკითხე. დღეს დილით სარალიძეს პანაშვიდი გადავუხადე და თქვენი შვილის სახელზე, დაბადების დღისთვის რაც გასაკეთებელი იყო, თქვენი წესისამებრ, ისიც გაკეთდა. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ასე რომ, ქალბატონო მედიკო, მე არ ვიმსახურებ თქვენგან იმას, რასაც წერთ. მორიგჯერ გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ სამართალი ჯერ ვერ იპოვეთ, მაგრამ იცოდეთ: მართალ კაცს, თუ მართალია… როცა მართალია, ეს სიმართლე არ დაეკარგება.”-აცხადებს ირმა ინაშვილი.