ბლოგერი ბაკურ სვანიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე დიდი შეცდომა მათი ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობაა.
“ჩვენი “მესამე”!
– ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდ შეცდომა იყო ის, რაც ციხეებში ხდებოდა. უნდა გაგვეკონტროლებინა
– ფოტოგრაფების საქმე ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს არ უნდა გვექნა.
– 26 მაისს და 7 ნოემბერს გარკვეული შეცდომები გვქონდა! დაუშვებელი იყო “იმედში” შეჭრა.
– გირგვლიანის საქმეში დიდი შეცდომები დავუშვით. სხვანაირად უნდა წაგვეყვანა ეს საქმე.
– შეცდომა იყო მოსამართლეების ასე დაკნინება და მათი ფაქტობრივი დაქვემდებარება პროკურატურაზე
– პირადად ჩემი შეცდომა იყო სახლების უცებ ჩამორთმევა. ეს უნდა გადაეწყვიტა სასამართლოს.
ისა და, ჩვენო “მესამევ”!
აბა, უშეცდომო და ნორმალური რაღაში იყავით? აჰ! ასფალტს აგებდით უშეცდომოდ? კიდევ, ისა, ფანტანები გქონდათ ძაან უშედომო! ჰო, კიდევ სკვერები მაგარი უშეცდომო იყო!
აბა! განა ეგ არ არის მთავარი?
ისე, ამდენი და ასეთი “შეცდომების” მერე რომ ისევ ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობთ, ეგ ხომ არ არის ყველაზე დიდი “შეცდომა” ჰა?
ეს ჩემის გამოსწორებულები! – წერს ბაკურ სვანიძე.