პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა ეზოში საკუთარ თავს სადრუნჩეთი რო ვასეირნებდი, მეზობლის დონარა შემხვდა, ვნებიანი ქალი, პოეტის ოცნება. დონარა არც იქით არის და არც აქეთ, შუაში მდინარე ჩამოსდის დონარას, მაგრამ რამე რო იყოს, გამარჯვებულისკენ გადაიხრება.
მოვიდა დონარა ჩემთან, შაქრის რაფინადით გამიმასპინძლდა, მეუბნება:
- რასაც შენ მიშაზე წერ, ბონაპარტის ნაპოლეონს არ დაუწერია თავისი ჟოზეფინასთვის, აცხონოს ორივე უფალმა...
აქ ორივემ პირჯვარი გადავიწერეთ.
- ხოდა, დათიკო, არ მოგბეზრდა მიშაზე დროის ხარჯვა?
- მომბეზრდა, ჩემო დონა-ვუთხარი რაფინადის უზრდელი ხრაშუნით- მაგრამ სანაცვლო დეგენერატი ჯერ ვერ მომიძებნია.
- იქნებ ვაშაძეებზე გადასკუპდე? ორივე ერთად არ გადაწონის იმ იდიოტს?
- არა, ვერ გადაწონის. ორივეს იმ კრეტინის გაქანება არა აქვთ-ვუპასუხე და დონა ჩემთან მოვიპატიჟე, სახლობანას სათამაშოდ.
ეს შესავალი იყო.
პრესის ფურცლებიდან:
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ სანაკოევი არ ახსოვს!
ვლადიმერ სანაკოევი ხომ გახსოვთ? საერთაშორისო ჰუმანისტური მოძრაობა "კოკოითი ფანდარასტის" დამაარსებელი? მერე რომ აღმოჩნდა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი, თანაც ძალიან დაბალ პოზიციაზე, მგონი ზემდეგი?
გახსოვთ, აბა რა!
მიშას კი არ ახსოვს!
და ამ დროს რამდენჯერ გვინახავს, მიშა და ვოვა (ამჯერად სანაკოევი) ერთმანეთს სიყვარულს რომ უხსნიდნენ 69 პოზიციაში, ახლა კი ის მას უარყოფს! არ ახსოვს და თუ გინდა იხმარეთ!
სააკაშვილს არ ახსოვს სანაკოევი, ახალაია, კოდუა, მეგიზა და მეგი, ცოცხი და ღამის ნოტარიუსები, ქუთაისის ობელისკის ტრაგედია და აგვისტოს ტალახში ღორივით კოტრიალი, 7 ნოემბერი და 26 მაისი, კარუსელები და ატრაქციონები, პრივატიზირებული სასამართლო და გენრიხ ადეიშვილი...
არაფერი ახსოვს.
რა ბედნიერი ადამიანია ეს ჩვენი სააკაშვილი?
ერთ ექიმს ველაპარაკე, ვკითხე როგორ შეიძლება აღსდგეს მისი მეხსიერება-მეთქი?
- უნდა ჩამოვიყვანოთ და ცოცხთერაპია ჩავუტაროთ-მითხრა ექიმმა-ცოცხთერაპია უტყუარი პროცედურაა. იმასაც გაიხსენებს, რაც იურიულ პერიოდში ტირანოზავრ რექსებს აქვთ ჩადენილი...
აი ასთე!“ - წერს კალანდია.