ამ არჩევნების წაგება „ოცნებას“ სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის - კაკაჩია

ამ არჩევნების წაგება „ოცნებას“ სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის - კაკაჩია

„გაერთიანებული ოპოზიცის" გამარჯვება არჩევნებში „ოცნების" პრესტიჟისთვის ცუდი იქნება, მაგრამ პარტიას სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის", - ასეთია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას პროგნოზი „გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით.

„არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ძნელია ვარაუდი, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ რომც დავუშვათ ვაშაძის გამარჯვება, „ოცნების" პრესტიჟისთვის ცუდი იქნება, თუმცა რაიმე სერიოზულ პრობლემებს პარტიას ვერ შეუქმნის.

„გამარჯვება, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ოპოზიციას მომდევნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ არც „ქართულ ოცნებას" შეექმნება პრობლემები. პირიქით, მათ შეუძლიათ, ამ შემთხვევაში გააძლიერონ და გადაახალისონ პარტია. წინ წელიწადნახევარი ექნებათ, რათა უკეთ მოემზადონ მთავარი ბრძოლისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რეგიონებში პარტიული ორგანიზაციები დატოვოს (მმართველი) პარტიის ზოგიერმა წევრმა. ეს ყოველთვის ხდება, მაგრამ ასეთი რყევაც „ოცნებას" ზიანს ვერ მოუტანს, სანამ ანგარიშგასაწევ ძალად", - აცხადებს „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩია.