პარტია „ევროპული საქართველო" სამტრედიაში 150-მდე ადამიანმა დატოვა. შესაბამისი განცხადება მათ ქალაქის ცენტრში გააკეთეს და გადაწყვეტილების მიზეზზე ისაუბრეს. ისინი მოტივად „ევროპული საქართველოს" მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას ასახელებენ.
„ევროპული საქართველოს" უკვე ყოფილი წევრები „ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.