რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. აღნიშნულის მიზეზია, პარლამენტის შენობის წინ და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციები.

სამართალდამცველებს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული, რათა აქციის მონაწილეებს შორის რამე ინციდენტს არ ჰქონდეს ადგილი. თუმცა, ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა და რამე ექსცესი არ დაფიქსირებულა.