მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოს მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს სოფლის პრობლემები გააცნო. წლებია დანგრეულია ამბულატორიის შენობა და რაიონული ცენტრიდან 80 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელი სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. ბეჩოელები სოფლის ინფრასტრუქტურის აღდგენას და ცხოვრების ადამიანურ პირობებს ითხოვენ.
შეხვედრა ბეჩოს მცხოვრებლებთან სოფლის სკოლის ეზოში გაიმართა, რასაც სკოლის დირექტორის გაღიზიანება მოჰყვა. ქალბატონი სკოლის ეზოში გამოვიდა და შეკრების მონაწილეეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. როგორც კოალიციის მესტიის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რაიონის სკოლის დირექტორები, მათ შორის ეს ქალბატონი ორი დღის წინ პოლიციაში დაიბარეს და შესაბამისი ინსტრუქციები მისცეს.