სვანეთში, ხაიშის ცენტრში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა ხუდონჰესის მშენებლობაზე ისაუბრეს. მათი თქმით ჰესების მშენებლობამ შესაძლოა ეკოსისტემის განადგურება და რამდენიმე სოფლის დატბორვა გამოიწვიოს. ივანიშვილი დაპირდა მოსახლეობას, რომ ხუდონჰესის პროექტს შეისწავლის და სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გააკეთებს განცხადებას. ქართული ოცნების ლიდერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკურ კურსზეც ისაუბრა. მისი თქმით ევროატლანტიკურ სივრცეს არ აქვს ალტერანტივა, თუმცა მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების დარეგულირება.