ბრიუსელში 15 ქვეყანაში მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ საერთაშორისო არასამთავრობო კოალიციურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების მიზნით შეხვედრა გაიმართა. როგორც ახლადშექმნილი ორგანიზაციის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში იმყოფება და იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, მათი საკონსულო აღრიცხვაა აუცილებელა. სწორედ ამ პროცედურას დაემუქრა საფრთხე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით, რომელიც საკონსულო აღრიცხვისთვის საცხოვრებელი ადგილიდან მისამართის დამადასტურებელი ცნობის წარდგენას გულისხმობს. ამიტომ საერთაშორისო არასამთავრობო კოალიციური ორგანიზაცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" წარმომადგენლები სთხოვენ საქართველოს მთავრობას, გაუქმნდეს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილება.