"კარგად ვიცი, ვისი მომხრეა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?

მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

"თვითონ გამოაკრა 48, ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი - არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის თავის გვერდზე გააზიარა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ბანერის ფოტო, რომელსაც რიცხვი 48 ეწერა და დააწერა "მადლობა".